“City Birds of Georgia”, by Nature Conservation Georgia

A guidebook by Nature Conservation Georgia.

“ადამიანთა უმრავლესობის წარმოდგენაში გარეული ცხოველების ნახვა მხოლოდ ქალაქგარეთ შეიძლება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ქალაქსა თუ სხვა ტიპის დასახლებაში უამრავი სახეობის ცხოველი გვხვდება.

ურბანული ბიომრავალფეროვნება ასობით ცოცხალი ორგანიზმის ერთობლიობაა, რომლებმაც ადამიანთან თანაარსებობა ისწავლეს.

ზოგადად, რაც უფრო მრავალფეროვანია ველური სიცოცხლე ქალაქებში, მით უფრო ჯანსაღი, სუფთა და უსაფრთხოა საცხოვრებელი გარემო ადამიანებისთვის.

რაოდენ წარმოუდგენლადაც უნდა გვეჩვენოს, საქართველოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებშიც კი რამდენიმე ათეული სახეობის ფრინველი ბინადრობს.

ეს სარკვევი სწორედ იმ ფრინველების ამოცნობაში დაგეხმარებათ, რომლებსაც ხშირად შეხვდებით თქვენ გარშემო.

ჩვენი ქალაქები სავსეა უნიკალური, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, სიცოცხლის ფორმებით. ჩვენი მისია მათი ხელახალი აღმოჩენა და მოფრთხილებაა.”


Sample: bird 15, Eurasian Jay
Tap to enlarge

შენთან ახლოს მდებარე პარკში, ქალაქში მდებარე ტყეში, ან ძველ შენობებთან გასეირნებამდე, გაიხსენე ეს საველე სარკვევი და გაიყოლე თან. ამ გზით აღმოაჩენ, რომ ფრინველებზე დაკვირვებით, მელოდიური ხმის მოსმენით თუ მათი წარმატებით ამოცნობით, ბუნებაში გატარებული დრო უფრო მრავალფეროვანი გახდება.

Before your next walk through your local park, within a city wood, or past an older apartment block, consider taking this little guide with you. You might just find that by observing bird life, listening to their melodies, and successfully identifying them, that your time spent outside is a little richer.

“Urban Birds of Georgia” has been registered by National Parliamentary Library of Georgia, see here.

See our special “City Birds” quiz with ON.ge

იხილეთ ჩვენი სპეციალური ვიქტორინა “City Birds” ON.ge-სთან ერთად


Scan or click here, to buy team NCG a round of coffees.